ჩემს შესახებ

ჩემს შესახებ

ნიკა ანდღულაძე – გიტარისტი, მომღერალი, სიმღერების ავტორი დაიბადა 1975წ. 1992 წელს დაამთავრა თბილისის 143 საშ. სკოლა, იმავე წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში საგარეო ვაჭრობისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.

11 წლის ასაკში დაიწყო გიტარაზე დაკვრა და 19 წლის ასაკში უკვე პროფესიონალურ დონეზე ფლობდა გიტარას.

1994 წელს ჩამოაყალიბა თავისი პირველი როკ ბენდი STEEL HAIL რაც ქართულად ‘’ფოლადის სეტყვას’’ ნიშნავს. ჯგუფის მუსიკალური სტილი იყო metal, hard rock. ჯგუფმა მალე მიღწია წარმატებას, სხვადასხვა კონცერტების და ფესტივალების ხშირი სტუმარი იყო, ასევე იმ პირობებში რომ იმ დროისათვის სულ ორი ტელევიზია არსებობდა, პირველი და მეორე არხი , მეორე არხმა მოამზადა 30 წუთიანი გადაცემა STEEL HAIL -ის შესახებ. 1996წ ჯგუფმა ჩაწერა პირველი ალბომი Who am I? ხმს ჩამწერ სტუდია მელოდიაში. ალბომში შევიდა ათი სიმღერა , სიმღერების და ტექსტების ავტორი ნიკა ანდღულაძე. რამოდენიმე სიმღერა დღემდე პოპულარულია ჯგუფის რეპერტუარიდან, როგორიც არის ‘’დრო’’, You can’t here my music ... და STEEL HAIL –ი დღემდე 90 იანების ერთ - ერთი საუკეთესო როკ ჯგუფის სტატუსით სარგებლობს.

2002 - 2004 წლებში ასევე საინტერსო პროექტი ჰქონდა ნიკას ჯგუფ Adrenalin- ის წევრებთან ერთად. მათ ერთად ჩაწერეს ალბომი nickscales მუსიკალური სტილი metal - hard core, სიმღერების და ტექსტების ავტორი აქაც ნიკა იყო, ალბომი ჩაიწერა Zibo სტუდიაში და საკმაოდ ახალი ჟღერადობის, იდეურად თანამედროვე და ნოვატორული გამოვიდა, რაც კიდევ ერთ მუსიკალურ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ნიკას შემოქმედებაში.

2006 წელს კი ნიკამ თავის ძველ მეგობარ ირაკლი ზიბზიბაძესთან ერთად (ჯგუფების - Double Cross ‘’გზა ჯვარედინი’’, ‘’ვაკის პარკის’’ ყოფილი ბას გიტარისტი) კიდევ ერთ ჯგუფს დაუდო საფუძველი – SONS OF THE SUN. ჯგუფმა 2009 წელს გამოუშვა ალბომი ამავე სახელწოდებით SONS OF THE SUN სადაც შევიდა 12 სიმღერა და ჩაიწერა Zibo სტუდიაში. სიმღერების და ტექსტების ავტორი ნიკა ანდღულაძე. SONS OF THE SUN ის შემოქმედება საკმაოდ განსხვავებული – გრანჟი / ალტერნატიული - პროგრესული მეტალია, ჯგუფმა ძალიან მოკლე დროში მიაღწია წარმატებას და აღიარებას როკ წრეებში. გამოვიდა რამოდენიმე მეტალ ფესტ – ზე, ასევე ჩაწერა სიმღერა We remember III – Samachablo და 2009წ 8 აგვისტოს ჩაატარა აქცია კონცერტი We remember --- Sons of the sun and friends, აქცია მიეძღვნა 2008წლის ომში დაღუპულ ქართველ გმირების ხსოვნას, ხოლო როკ აქციის კულმინაცია იყო სიმღერა “სამაჩაბლო” რომლის ტექსტი და მუსიკა ეკუთვნის ნიკა ანდღულაძეს. აღნიშნულ სიმღერაზე შექმნილია ვიდეო კლიპი Alania TV- ის მიერ.
SONS OF THE SUN – ის ერთ – ერთი სინგლი Like U ერთი თვის განმავლობაში წარმატებით ტრიალებდა რადიო 107.4 ზე გადაცემა ექსკლუზივში. ასევე ნიკა არის ამავე რადიოს რამოდენიმე სარეკლამო მუსიკალური ქუდის ავტორი.

ნიკა აგრძელებს მუსიკალურ კარიერას და მისი აზრით: “მუსიკოსი უნდა იყოს ყოველთვის შემოქმედებითი ახალი იდეების ძიებაში”.... და ეს ვებ გვერდიც GuitarPlayer.Ge არის მისი ერთ – ერთი ნოვაცია, გიტარის ვიდეო გაკვეთილები ქართულ ენაზე - აქ შეგიძლიათ მოისმინოთ და ისწავლოთ სახლიდან გაუსვლელად როგორც გიტარის საწყისი თეორია დამწებთათვის, ქართული და უცხოური სიმღერები, ასევე გამები და სავარჯიშოები.

ავტორი : თამარ ერემეიშვილი

საიტიდან ინფორმაციის კოპირება აკრძალულია © 2012-2016 ALL RIGHTS RESERVED

Check PageRank Счетчик PR-CY.Rank