ირაკლი ოყროშიძე

გამარჯობა

მე ვარ ირაკლი ოყროშიძე

GuitarPlayer.Ge -ის შემქმნელი და ტექნიკური დირექტორი.

ორიოდე სიტყვით მინდა გითხრათ იმის შესახებ, რომ პროდუქტი ანუ ვიდეო გაკვეთილები რომლებიც განთავსებულია ან მომავალში განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე ან ჩვენი ლოგოს ქვეშ. არის ექსკლუზიური, ანუ ჩვენს მიერ შექმნილი და მათი გამოყენება პირატულად, ჩვენს მიერ განხილული იქნება როგორც საავტორო უფლებების დარღვევა, რასაც აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი და იურიდიული სანქციები.

გისურვებთ წარმატებებს.

ირაკლი მეტრეველი

ირაკლი მეტრეველი- გიტარისტი, ინსტრუმენტალური კომპოზიცების ავტორი, დაიბადა 1980 წელს. სკოლა დაამთავრა რუსეთში.  დაკვრა დაიწყო   6 წლის ასაკში კლასიკურ გიტარაზე. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ , მომზადება დაიწყო  ცნობილ გიტარისტ გია ფეიქრიშვილთან.

მამუკა ჩიხლაძე

გიტარისტი, რამოდენიმე ცნობილი როკ ბენდის, მათ შორის ჯგუფ მძიმე ჯავარის დამაარსებელი - დაიბადა 1962 წლის 12 ინავარს ქ. თბილისში. 1978წ. დაამთავრა 1 ექპერიმენტალური სკოლა. 1980წ. ჩააბარა ზოოლოგიის ინსტიტუტში.

ენრი შავდია

წარმოგიდგენთ გიტარისტ ენრი შავდიას ვიდეო გაკვეთილებს, გთავაზობთ მის მოკლე ბიოგრაფიას.

ენრი შავდია - გიტარისტი. დაიბადა 1989 წელს ქალაქ ბათუმში.

11 წლიდან დაიწყო გიტარაზე დაკვრა, 2004 წელს დაამთავრა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელი. მისი პირველი გიტარის პედაგოგი იყო ( ვაჟა ტუღუში) და როგორც თვითონ აღნიშნავს სწორედ მისი დამსახურებაა რომ დღეს მუსიკოსი და გიტარისტია.

გუჯა მჭედლიშვილი

წარმოგიდგენთ გიტარისტ გუჯა მჭედლიშვილის ვიდეო გაკვეთილებს, მისი გაკვეთილები დაემატება ჩვენს ვებ-გვერდს თეორიულ და ტექნიკურ განყოფილებებში. მისი ვიდეოები იქნება ერთგვარი ლოგიკური გაგრძელება წინა გაკვეთილებისა განსაკუთრებით თეორიულ ნაწილში.

საიტიდან ინფორმაციის კოპირება აკრძალულია © 2012-2016 ALL RIGHTS RESERVED

Check PageRank Счетчик PR-CY.Rank