Yngwie Malmsteen
Yngwie Malmsteen - სრული სახელი - ‘’Yngwie Johann Malmsteen’’- ‘’Lars John Yngwie Lannerback’’ დაიბადა 1963 წლის 30 ივნისს, სტოკჰოლმში, შვეცია. ლეგენდარული შვედური წარმოშობის ამერიკელი გიტარისტი- ვირტუოზი, მულტი-ინსტრუმენტალისტი და კომპოზიტორი, იგი მიჩნეულია ნეოკლასიკ-როკის, როგორც სტილის, ერთერთი ფუძემდებელი. ჟურნალმა ‘’Classic Rock’’ მისი სახელი შეიტანა მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტს შორის. Malmsteen-ის მამა იყო სამხედრო, დედა კი მსახიობი. ისინი Yngwie ის დაბადებიდან ძალიან მალე გაიყარნენ. თერთმეტი წლის ასაკში Malmsteen-მა ოფიციალურად შეიცვალა მამის გვარი და გადავიდა დედის გვარზე. რაც შეეხება მის სახელს, მუსიკოსი ამტკიცებს, რომ ‘’Yngwie‘’ ძველი სკანდინავიური სახელია და ნიშნავს ‘’ვიკინგების’’ მეთაურს. ბავშობიდანვე Yngwie გატაცებული იყო ‘’ანტონიო ვივალდის’’, ‘’ნიკოლო პაგანინს’’ და ‘’ჯიმი ჰენდრიქსის’’ შემოქმედებით. შვიდი წლის ასაკში მან ტელევიზორით შეიტყო ჰენდრიქსის გარდაცვალების შესახებ და გადაწყვიტა, რომ მისი სახით მოევლინებოდა მსოფლიოს ახალი ‘’ჯიმი ჰენდრიქსი’’; ‘’იმ დღეს როცა გარდაიცვალა ჯიმი ჰენდრიქსი, დაიბადა გიტარისტი Yngwie Malmsteen’’- ეს მაესტროს სიტყვებია. ‘’ინგვის’’ გიტარისტული აზროვნების ფორმირებაზე, ასევე დიდი გავლენა მოახდინა ‘’ რიჩი ბლეკმორმა“. 1976წ. ‘’ინგვი მალმსტინმა’’ ჩამოაყალიბა თავისი პირველი ჯგუფი: ‘’ Powerhouse”, ოდნავ მოგივანებით კი 1978წ. ჯგუფი: ‘’Rising Force”. საკუთარი ჯგუფისათვის ამ სახელის მინიჭებაზე იმოქმედა ჟგუფ ‘’Rainbows’’ 1976წ. ალბომმა სახელად: ‘’Risinng”, ეს იყო ‘’ინგვის’’ საყვარელი ალბომი.