გიტარა, გიტარის ისტორია, ბრენდები - EasyBlog

EasyBlog

This is some blog description about this site

  • Home
    Home This is where you can find all the blog posts throughout the site.
  • Categories
    Categories Displays a list of categories from this blog.
  • Tags
    Tags Displays a list of tags that have been used in the blog.
  • Bloggers
    Bloggers Search for your favorite blogger from this site.
  • Team Blogs
    Team Blogs Find your favorite team blogs here.
  • Login
    Login Login form

   Washburn Lsj 749

         Washburn- ეს არის ამერიკული გიტარების მწარმოებელი ბრენდი. იგი ბაზარზე გამოჩნდა ჯერ კიდევ 1883 წელს. ამ ფირმის პირველი საწარმოო მანუფაქტურა მდებარეობდა ილინოისის შტატში ქალაქ ჩიკაგოში. Washburn- ფირმის პირველი გიტარები  იყო ხელით დამზადებული, ეგრეთწოდებული Hand-Made და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ბრენდის გიტარების წარმოება იყო ერთერთი საწარმოო ხაზი კომპანიისა “Lyon & Healy’’, რომელიც აწარმოებდა სიმიან ინსტრუმენტებს: ფორტეპიანოებს და არფებს. “Lyon & Healy’’ -იმ Washburn-ის ბრენდის სამარკო ნიშნით, გიტარებთან ერთად, დაიწყო ბანჯოებისა და მანდოლინის წარმოება. Washburn ის ფაბრიკა მდებარეობდა რამოდენიმე კვარტლის დაცილებით მაქსველ-სტრიტიდან. ეს იყო ქუჩა, სადაც მდებარეობდა ‘’ბლუზის დღითი დღე მზარდი სცენა’’ და ლოგიკურად Washburn-ი მოექცა ,ადგილობრივი-‘’ჩიკაგოელი’', ბლუზმენების და  მუსიკოსების გავლენის ქვეშ. ბევრი მუსიკოსი თვითონაც კი იყო დასაქმებული Washburn-ის გიტარების ფაბრიკაში, რამაც საბოლოო ჯამში, მალე გაუთქვა ამ ბრენდს სახელი და გარკვეულ წილად მოახდინა ზემოქმედება, პირველი სერიის ინსტრუმენტების ჟღერადობაზე. 1912 წელს Washburn-მა წარადგინა აკუსტიკური გიტარის მოდელი Jambo Guitar- ეს იყო საკმაოდ მოზრდილი  კორპუსის მქონე  გიტარა, რომელსაც იმ დროისათვის საუკეთესო ჟღერადობა ჰქონდა, ამ მოდელის თანამედროვე სერია გამოდის ნომრით LSJ749.

  1980 იან წლებში Washburn- მა წარადგინა  ‘’Festival’’ სერიის ელექტრო -აკუსტიკური გიტარები. რომლებიც ბევრად უფრო წარმატებული აღმოჩნდა მისი  წინამორბედებისაგან განსხვავებით. უფრო დაიხვეწა ხმის მომხსნელი სისტემა, ასევე ამ  გიტარების კოპუსი იყო შედარებით  თხელი. ამ წარმატებამ პოპულარობა მალე მოუტანა ბრენდს და დაიმკვიდრა თავი ვარსკვლავ შემსრულებლებს შორის.

Hits: 3068
0

           Taylor Guitars

  Taylor Guitars- გიტარების მწარმობელი, ამერიკული კომპანია, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია აკუსტიკური და ელექტრო აკუსტიკური გიტარების წარმოებაზე.ეს კომპანია 1974 წელს დაარსა ‘’ბობ ტეილორმა’’  და ‘’კურტ ბილმა’’. 1972წ. 18 წლის ასაკში ბობ ტეილორმა დაიწყო მუშაობა კომპანიაში ‘’American Dream’’, რომელსაც ეკუთვნოდა მუსიკალური, კერძოდ კი გიტარების მაღაზია. ამ ფირმის მეპატრონე იყო ‘’სემ რედინგი’’,  1974წ. რედინგმა გადაწყვიტა კომპანიის გაყიდვა.

 ამის შედეგად Taylor- მა შეიძინა კომპანია ‘’ამერიკული ოცნება“ და შეუცვალა სახელწოდება, კომპანიას ეწოდა ‘’Westend’’.

კომპანიას სჭირდებოდა უფრო კომპაქტური და ცნობადი ლოგოტიპი, ამიტომ მალე ისევ გადაერქვა სახელი და  შეირჩა დასახელება Taylor, რომელიც, ყველაფერთან ერთად , უფრო  მეტად ხაზს უსვამდა ამ ბრენდის ამერიკულ წარმომავლობას.‘’ბობ ტეილორი’’ დაკავებული იყო გიტარების დიზაინით და მათი წარმოებით, შეიძლება ითქვას, რომ ის თვითონ ამზადებდა ამ ფირმის გიტარების პრველ პროტოტიპებს, ხოლო ‘’კურტ ბილი’’ კი განაგებდა კომპანიის ბიზნეს საქმიანობას. 1981 წელს კომპანიას შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც მოუხდათ სააბანკო კრედიტის აღება, ამ კრედიტით მათ ასევე შეიძინეს საწარმოო დანადგარები, კომპანიის გასაფართოვებლად.1990 იანი წლებიდან მათი საწარმოო ხაზი იმდენად გაფართოვდა ,  რომ 2012 წელს-Taylor Guitars- უკვე ფლობდა ორ ფაბრიკას: ერთს კალიფორნიის შტატში, მეორეს კი მექსიკაში და კომპანიაში მომუშავეთა რაოდენობა 700 კაცს აღემატება.

Hits: 2904
0

       Godin Radiator


  Godin - კანადური , მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება, რომლის ძირითადი საწარმოო ბაზა მდებარეობს სოფელ ლაპარტიში, ქალაქი კვებეკი. ასეთივე საწარმოო ხაზებს კომპანია ფლობს, ბერლინში, ნიუ-გემფშირში, რიჩმონდში და კვებეკში. ასევე Godin-ს ეკუთვნის საფირმო მარკა გიტარებისა Richmond Guitars, მათ შორის აკუსტიკური გიტარის ბრენდები Seagull, Simon & Patrick, Norman, Lapatrie, Art & lutherie.

  კომპანიამ 1972 წელს დაიწყო გიტარების წარმოება, მისი დამფუძნებელი არის ‘’რობერ გოდინი’’. Godin Guitars-ის მთავარი ოფისი მდებარეობს ქალაქ მონრეალში.

როგორც ავღნიშნეთ, კომპანია გიტარებს აწარმოებს რამოდენიმე ბრენდის სამარკო ნიშნით. Norman, Art & lutherie და Seagull- აწარმოებენ დაბალ და საშუალო ფასიან აკუსტიკურ გიტარებს, Simon & Patrick- აწარმოებს შედარებით  მაღალ ფასიან აკუსტიკურ გიტარებს, Lapatrie  კი კონცენტრირებულია კლასიკურ გიტარებზე.

თვით Godin-ი კი მოიაზრება, როგორც საშუალო და მაღალ ფასიანი ელექტრო გიტარების მწარმოებელი ბრენდი. Godin-ის ფირმის ელექტრო გიტარები დამზადებულია საკმაოდ მაღალი ხარისხის ხის მასალისაგან, გიტაების წარმოებისათვის საჭირო ხის ჯიშებს, მოიპოვებენ ამრეიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. Godin-ის გიტარების ბევრ მოდელს აქვს პიეზო - ‘’მიდი’’ ხმის მომხსნელები. პროფესიონალ მუსიკოსებს შორის, Godin-მა დიდი ხანია დაიმკვიდრა თავი, როგორც მაღალ ხარისხიანმა და საიმედო ინსტრუმენტმა. ამ ბრენდის გიტარებს ძირითად უფრო კლასიკური ფორმები გააჩნია. კრიტიკოსების აზრით ეს არის ბრენდი, რომელიც არის ერთგვარი ჰიბრიდი Gibson Les Paul-ისა და Fender Telecaster-ისა. გოდინის გიტარებმა რამოდენიმე ჯილდოც კი მიიღეს, მათ შორის საკმაოდ ცნობილ ჟურნალ Guitar player- ისაგან, მოდელისათვის LG, Exit 22 და Freeway Classic.

Hits: 2939
0

     Ibanez RG320

 

    Ibanez - ცნობილი  ბრენდი, რომელიც აწარმოებს საკმაოდ მაღალი ხარისხის ელექტრო და აკუსტიკურ გიტარებს და ეკუთვნის კომპანია ‘’Hoshino Gakki ’’-ის. კომპანიის ცენტრალური ოფისი მდებარეობს ქალაქ ნაგოიაში -იაპონია. ‘’ Hoshino Gakki“ იყო ერთერთი პირველი იაპონური კომპანია, რომელმაც მუსიკალური ინსტრუმენტების წარმობაში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და თავისი პროდუქტი გაიტანა ამერიკაში და ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გიტარების წარმოება Ibanez-ის დასახელებით 1957წ. დაიწყო, ამ დასახელებას უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს. ‘’ Hoshino Gakki ’’-იმ  ჯერ კიდევ 1929 წელს დაიწყო ’’ Salvador Ibanez’’ -ის აკუსტიკური გიტარების იმპორტი ესპანეთიდან იაპონიაში. ამჟამად კომპანია ფლობს ორ ძალზედ ცნობილ და პოპულარულ მუსიკალურ ბრენდს, ეს არის: Ibanez-(გიტარების წარმოება) და Tama-(დასარტყამი ინსტრუმენტების წარმოება).

 კომპანია ‘’Hoshino Gakki ’’ შეიქმნა 1908 წელს, ორიენტირებული  მუსიკალური ინსტრუმენტების გაყიდვაზე, თუმცა ეს იყო განყოფილება ძირითადი კომპანიისა, სახელად ‘’Hoshino Shoten’’, რომელიც ყიდიდა წიგნებს.

 1935წ. „ჰოშინო გაკიმ“ დაიწყო თავისი საკუთარი სიმებიანი ინსტრუმენტების წარმოება.  Ibanez-ის თანამედროვე ტიპის გიტარების წარმოება დაიწყო 1957 წლიდან. 1950-60-იან წლებში გამოშვებული გიტარები გამოირჩეოდნენ საკამოდ უცნაური დიზაინით. 1960-იანი წლების მოდელები თავისი ფორმებით  წააგავდნენ Hagstrom და Eko-ს. 1966 წლამდე კომპანია Ibanez-ის ბრენდის გიტარებს აწარმოებდა ფაბრიკა ‘’Teisko’’ში. 1970 წელს, ამ საწარმოო ხაზის დახურვის შემდეგ  Ibanez-ის გიტარების უმრავლესობა იწარმოებოდა ფაბრიკაში ‘’FujiGen’’.

Hits: 2613
0

    Gretsch

  Gretsch- ეს არის ამერიკული კომპანია, რომელიც აწარმოებს ელექტრო გიტარებს. კომპანია დაარსა ‘’ფედერიკო გრეტჩმა’’, რომელიც იყო გერმანელი ემიგრანტი.

Gretsch-ის პირველი მუსიკალური მაღაიზია გაიხსნა ბრუკლინში.  გრეტჩის ფირმა თავიდან ბანჯოებისა და დასარტყამი ინსტრუმენტების წარმოება-გაყიდვაზე  იყო ორიენტირებული.

 ერთ-ერთი პირველი გიტარისტი, ვინც Gretsch-ის გიტარაზე დაიწყო დაკვრა, იყო ‘’ჩედ ადკინსი’’.    იგი  უკრავდა 1959 წლის- G-6119-“Tennessean” და 1962 წლის- G-6122-‘’Gentlaman”-გიტარის მოდელებზე,  რომლებიც ბაზირებული იყო   არქ-ტოპ ელექტრო  გიტარის კორპუსზე.

 1960-იანი წლებისათვის, კომპანიას უფრო კერძო საოჯახოო ბიზნესის სახე ჰქონდა, რომელიც შთამომავლობით გადაეცემოდა მომავალ თაობას, თუმცა ზუსტად ამ პერიოდისათვის Gretsch-ის ელექტრო გიტარის მოდელი, უცვლელი ინსტრუმენტი გახდა ისეთი ვარსკვლავისა, როგორიც იყო George Harrison- ‘’The Beatles’’. ამან ძალზედ დადებითად იმოქმედა კომპანიის ავტორიტეტზე.

  1970 წლებში საკმაოდ დაეცა, როგორც მოთხოვნილება, ასევე გაყიდვები, რადგანაც მსოფლიოში როკ მუსიკის ტალღამ, სხვა ბრენდებზე გააჩინა მოთხოვნილება. როკ მუსიკის შემსრულებლები, გიტარის უფრო თანამედროვე მოდელებს ანიჭებდნენ უპირატესობას, თუმცა იყვნენ ერთეულები, მაგალითად: ‘’მალკოლმ იანგი’’- AC/DC-ის რიტმ გიტარისტი, რომელიც მაინც Gretch- ის გიტარას ანიჭებდა უპირატესობას.

Hits: 2395
0

საიტიდან ინფორმაციის კოპირება აკრძალულია © 2012-2016 ALL RIGHTS RESERVED

Check PageRank Счетчик PR-CY.Rank