Washburn Lsj 749
Washburn- ეს არის ამერიკული გიტარების მწარმოებელი ბრენდი. იგი ბაზარზე გამოჩნდა ჯერ კიდევ 1883 წელს. ამ ფირმის პირველი საწარმოო მანუფაქტურა მდებარეობდა ილინოისის შტატში ქალაქ ჩიკაგოში. Washburn- ფირმის პირველი გიტარები იყო ხელით დამზადებული, ეგრეთწოდებული Hand-Made და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ბრენდის გიტარების წარმოება იყო ერთერთი საწარმოო ხაზი კომპანიისა “Lyon & Healy’’, რომელიც აწარმოებდა სიმიან ინსტრუმენტებს: ფორტეპიანოებს და არფებს. “Lyon & Healy’’ -იმ Washburn-ის ბრენდის სამარკო ნიშნით, გიტარებთან ერთად, დაიწყო ბანჯოებისა და მანდოლინის წარმოება. Washburn ის ფაბრიკა მდებარეობდა რამოდენიმე კვარტლის დაცილებით მაქსველ-სტრიტიდან. ეს იყო ქუჩა, სადაც მდებარეობდა ‘’ბლუზის დღითი დღე მზარდი სცენა’’ და ლოგიკურად Washburn-ი მოექცა ,ადგილობრივი-‘’ჩიკაგოელი’', ბლუზმენების და მუსიკოსების გავლენის ქვეშ. ბევრი მუსიკოსი თვითონაც კი იყო დასაქმებული Washburn-ის გიტარების ფაბრიკაში, რამაც საბოლოო ჯამში, მალე გაუთქვა ამ ბრენდს სახელი და გარკვეულ წილად მოახდინა ზემოქმედება, პირველი სერიის ინსტრუმენტების ჟღერადობაზე. 1912 წელს Washburn-მა წარადგინა აკუსტიკური გიტარის მოდელი Jambo Guitar- ეს იყო საკმაოდ მოზრდილი კორპუსის მქონე გიტარა, რომელსაც იმ დროისათვის საუკეთესო ჟღერადობა ჰქონდა, ამ მოდელის თანამედროვე სერია გამოდის ნომრით LSJ749.
1980 იან წლებში Washburn- მა წარადგინა ‘’Festival’’ სერიის ელექტრო -აკუსტიკური გიტარები. რომლებიც ბევრად უფრო წარმატებული აღმოჩნდა მისი წინამორბედებისაგან განსხვავებით. უფრო დაიხვეწა ხმის მომხსნელი სისტემა, ასევე ამ გიტარების კოპუსი იყო შედარებით თხელი. ამ წარმატებამ პოპულარობა მალე მოუტანა ბრენდს და დაიმკვიდრა თავი ვარსკვლავ შემსრულებლებს შორის.