Recent blog posts - EasyBlog

EasyBlog

This is some blog description about this site

  • Home
    Home This is where you can find all the blog posts throughout the site.
  • Categories
    Categories Displays a list of categories from this blog.
  • Tags
    Tags Displays a list of tags that have been used in the blog.
  • Bloggers
    Bloggers Search for your favorite blogger from this site.
  • Team Blogs
    Team Blogs Find your favorite team blogs here.
  • Login
    Login Login form
Recent blog posts

Posted by on in გიტარისტები

    Yngwie Malmsteen

  Yngwie  Malmsteen - სრული სახელი - ‘’Yngwie Johann Malmsteen’’- ‘’Lars John Yngwie Lannerback’’ დაიბადა 1963 წლის 30 ივნისს, სტოკჰოლმში, შვეცია. ლეგენდარული შვედური წარმოშობის ამერიკელი გიტარისტი- ვირტუოზი, მულტი-ინსტრუმენტალისტი და კომპოზიტორი, იგი მიჩნეულია ნეოკლასიკ-როკის, როგორც სტილის,  ერთერთი ფუძემდებელი. ჟურნალმა ‘’Classic Rock’’ მისი სახელი შეიტანა მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტს შორის. Malmsteen-ის მამა იყო სამხედრო, დედა კი მსახიობი. ისინი  Yngwie ის დაბადებიდან ძალიან მალე გაიყარნენ. თერთმეტი წლის ასაკში Malmsteen-მა ოფიციალურად შეიცვალა მამის გვარი და გადავიდა დედის გვარზე. რაც შეეხება მის სახელს, მუსიკოსი ამტკიცებს, რომ  ‘’Yngwie‘’ ძველი სკანდინავიური სახელია და ნიშნავს ‘’ვიკინგების’’ მეთაურს.  ბავშობიდანვე Yngwie გატაცებული იყო ‘’ანტონიო ვივალდის’’, ‘’ნიკოლო პაგანინს’’ და ‘’ჯიმი ჰენდრიქსის’’ შემოქმედებით. შვიდი წლის ასაკში მან ტელევიზორით შეიტყო ჰენდრიქსის გარდაცვალების შესახებ და გადაწყვიტა, რომ მისი სახით მოევლინებოდა მსოფლიოს ახალი ‘’ჯიმი  ჰენდრიქსი’’;  ‘’იმ დღეს როცა გარდაიცვალა ჯიმი ჰენდრიქსი, დაიბადა გიტარისტი Yngwie  Malmsteen’’- ეს მაესტროს სიტყვებია. ‘’ინგვის’’  გიტარისტული აზროვნების ფორმირებაზე, ასევე დიდი გავლენა მოახდინა ‘’ რიჩი ბლეკმორმა“.  1976წ. ‘’ინგვი მალმსტინმა’’  ჩამოაყალიბა თავისი პირველი ჯგუფი: ‘’ Powerhouse”, ოდნავ მოგივანებით კი 1978წ. ჯგუფი: ‘’Rising Force”. საკუთარი ჯგუფისათვის ამ სახელის მინიჭებაზე იმოქმედა ჟგუფ ‘’Rainbows’’ 1976წ. ალბომმა სახელად: ‘’Risinng”, ეს იყო ‘’ინგვის’’ საყვარელი ალბომი. 

Hits: 2961
0

Posted by on in გიტარისტები

    Steve Vai   

Steve Vai- სრული სახელია-Stiven Siro Vai- დაიბადა 1960 წლის 6 ივნისს, ლონგ-აილენდი, ნიუ-იორკი, ამერიკაში. Steve Vai - აღიარებულია, როგორც უბადლო ტექნიკური შესაძლებლობების გიტარისტი. ასევე ის არის  კომპოზიტორი, ვოკალისტი, პროდიუსერი და მსახიობი. მან თავისი კარიერა, როგორც გიტარისტმა დაიწყო  ‘’ფრენკ ზაპასთან’’ თანამშრომლობით. 1980-83 წლებში მან ჩაწერა რამოდენიმე ალბომი ‘’ზაპასთან’’ ერთად, იღებდა მონაწილეობას მის ცოცხალ კონცერტებში. 1983 წლიდან ის იწყებს სოლო გიტარისტის კარიერას.   Steve Vai-ის 2012 წლისათვის გამოშვებული ჰქონდა ცხრა სტუდიური ალბომი და მათი გაყიდვების რაოდენობამ თხუტმეტ მილიონს გადააჭარბა. ის არის სამი ''გრემის'' ლაურეატი, თანამშრომლობდა ‘’დევიდ ლიროტთან’’, ჯგუფ ‘’Witesnake’’-თან. მონაწილეობა მიიღო ფილმში ''Crossroad", სადაც  ამავდროულად ასრულებს ამ ფილმისათვის შექმნილ საგიტარო პარტიტურებს.  ის იყო მუდმივი წევრი პროექტისა G3. 1999 წელს დაარსა საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია: “ Favored Nations’’.

Hits: 2996
0

Posted by on in გიტარისტები

    Joe Satriani

  Joe Satriani-სრული სახელია Joseph Satriani-დაიბადა 1956 წლის 15 ივლისს, ‘’ვესტბერიში’’, შტატი ნიუ-იორკი, ამერიკა. Joe Satriani არის იტალიელი წარმოშობის ამერიკელი ვირტუოზი გიტარისტი, რომელიც ასევე მიჩნეულია ისეთი გიტარისტების მასწავლებლად, როგორებიც არიან: Steve Vai, Kirck Hammet.    Joe Satriani - ის პირველი მუსიკალური გატაცება იყო დასარტყამი ინსტრუმენტები, თუმცა მისი პირველი ინსტრუმენტი იყო ყავის ბანკებისა და რეზინის ‘’პადისაგან’’ შემდგარი.  Joe Satriani-ის მამა ცდილობდა დახმარებოდა მას, თან სტიმულისათვის ნელნელა ყიდულობდა ჯოსათვის, დასარტყამი ინსტრუმენტის ნაწილებს, მაგალითად: ჰაი -ჰეტს და სხვა აქსესუარებს.  ორი წლის შემდეგ, როდესაც ჯო უკვე კითხულობდა დასარტყამი ინსტრუმენტის ნოტებს ფრუცლიდან და შეეძლო  დაკვრა, მას უკჯვე ჰქონდა ‘’Ludwig’’-ის დრამის მცირე კომპლექტი.

 მიუხედავად მონდომებისა, სატრიანი მიხვდა, რომ ის ისე ვერ უკრავდა, როგორც ისინი, ვისი შესრულებაც მას მოსწონდა და გადაწყვიტა თავი დაენებებინა მუსიკისათვის და აეღო ერთგვარი პაუზა.    მოგვიანებით სატრიანი  გაიტაცა  ‘’ჯიმი ჰენდრიქსის’’,  ჯგჯუფების: ‘’ლედ ზეპელინის’’ და  ‘’ქრიმის’’ მუსიკამ. ეს იყო ცხოვრების ეტაპი, როდესაც  მან მიიღო გადაწყვეტილება, თუ ის დაუბრუნდებოდა მუსიკას, მაშინ ეს უნდა ყოფილიყო გიტარა. ჯიმი ჰენდრიქსის გარდაცვალების შემდეგ კი, ჯომ საბოლოოდ გადაწყვიტა გიტარისტობა და დაიწყო ინტენსიური მეცადინეობა, რომ დაუფლებოდა გიტარისტულ ტექნიკას. მისი პირვლი ინსტრუმენტი იყო Hagstorm III.   სკოლაში, საგნობრივი სწავლის მიღმა Joe-ს უნდა მიეღო მონაწილეობა, სკოლის შემოქმედებით ცხოვრებაში, ეს იყო სასკოლო ორკესტრი და კაპელა. მიღებული გამოცდილება ძალზედ დაეხმარა მას მუსიკალური თეორიის შესწავლაში, პარალელურად შეიძინა ცოდნა, თუ როგორ უნდა ემღერა ‘’ფურცლიდან’’, ნოტების მიხედვით. ამასთან ის სწავლობდა მუსიკალურ ჰარმონიებს სახელმძღვანელოებიდან. ასეთი ინტენსიური მეცადინეობის შედეგად,  Joe Satriani მალე დაეუფლა გიტარას და  მან სკოლის ასაკშივე  დაიწყო გიტარის პედაგოგობა, შემოსავლის მიღების მიზნით. მისი ერთერთი პირველი მოსწავლე იყო ‘’სტივ ვაი’’.მე-11 –12 კლასში ჯო სწავლობდა მუსიკალურ თეორიას, თუ როგორ იწერება სიმფონიეიბი, კანტატები და ნაწარმეობები სიმებიანი კვარტეტისაათვის.სწავლებასთან ერთად სატრიანი გამოდიდა სასკოლო კონცერტებზე, 16 წლის ასაკში კი ის უკვე ადგილბრივ კლუბებში  უკრავდა.

Hits: 3081
0

   Washburn Lsj 749

         Washburn- ეს არის ამერიკული გიტარების მწარმოებელი ბრენდი. იგი ბაზარზე გამოჩნდა ჯერ კიდევ 1883 წელს. ამ ფირმის პირველი საწარმოო მანუფაქტურა მდებარეობდა ილინოისის შტატში ქალაქ ჩიკაგოში. Washburn- ფირმის პირველი გიტარები  იყო ხელით დამზადებული, ეგრეთწოდებული Hand-Made და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ბრენდის გიტარების წარმოება იყო ერთერთი საწარმოო ხაზი კომპანიისა “Lyon & Healy’’, რომელიც აწარმოებდა სიმიან ინსტრუმენტებს: ფორტეპიანოებს და არფებს. “Lyon & Healy’’ -იმ Washburn-ის ბრენდის სამარკო ნიშნით, გიტარებთან ერთად, დაიწყო ბანჯოებისა და მანდოლინის წარმოება. Washburn ის ფაბრიკა მდებარეობდა რამოდენიმე კვარტლის დაცილებით მაქსველ-სტრიტიდან. ეს იყო ქუჩა, სადაც მდებარეობდა ‘’ბლუზის დღითი დღე მზარდი სცენა’’ და ლოგიკურად Washburn-ი მოექცა ,ადგილობრივი-‘’ჩიკაგოელი’', ბლუზმენების და  მუსიკოსების გავლენის ქვეშ. ბევრი მუსიკოსი თვითონაც კი იყო დასაქმებული Washburn-ის გიტარების ფაბრიკაში, რამაც საბოლოო ჯამში, მალე გაუთქვა ამ ბრენდს სახელი და გარკვეულ წილად მოახდინა ზემოქმედება, პირველი სერიის ინსტრუმენტების ჟღერადობაზე. 1912 წელს Washburn-მა წარადგინა აკუსტიკური გიტარის მოდელი Jambo Guitar- ეს იყო საკმაოდ მოზრდილი  კორპუსის მქონე  გიტარა, რომელსაც იმ დროისათვის საუკეთესო ჟღერადობა ჰქონდა, ამ მოდელის თანამედროვე სერია გამოდის ნომრით LSJ749.

  1980 იან წლებში Washburn- მა წარადგინა  ‘’Festival’’ სერიის ელექტრო -აკუსტიკური გიტარები. რომლებიც ბევრად უფრო წარმატებული აღმოჩნდა მისი  წინამორბედებისაგან განსხვავებით. უფრო დაიხვეწა ხმის მომხსნელი სისტემა, ასევე ამ  გიტარების კოპუსი იყო შედარებით  თხელი. ამ წარმატებამ პოპულარობა მალე მოუტანა ბრენდს და დაიმკვიდრა თავი ვარსკვლავ შემსრულებლებს შორის.

Hits: 3068
0

           Taylor Guitars

  Taylor Guitars- გიტარების მწარმობელი, ამერიკული კომპანია, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია აკუსტიკური და ელექტრო აკუსტიკური გიტარების წარმოებაზე.ეს კომპანია 1974 წელს დაარსა ‘’ბობ ტეილორმა’’  და ‘’კურტ ბილმა’’. 1972წ. 18 წლის ასაკში ბობ ტეილორმა დაიწყო მუშაობა კომპანიაში ‘’American Dream’’, რომელსაც ეკუთვნოდა მუსიკალური, კერძოდ კი გიტარების მაღაზია. ამ ფირმის მეპატრონე იყო ‘’სემ რედინგი’’,  1974წ. რედინგმა გადაწყვიტა კომპანიის გაყიდვა.

 ამის შედეგად Taylor- მა შეიძინა კომპანია ‘’ამერიკული ოცნება“ და შეუცვალა სახელწოდება, კომპანიას ეწოდა ‘’Westend’’.

კომპანიას სჭირდებოდა უფრო კომპაქტური და ცნობადი ლოგოტიპი, ამიტომ მალე ისევ გადაერქვა სახელი და  შეირჩა დასახელება Taylor, რომელიც, ყველაფერთან ერთად , უფრო  მეტად ხაზს უსვამდა ამ ბრენდის ამერიკულ წარმომავლობას.‘’ბობ ტეილორი’’ დაკავებული იყო გიტარების დიზაინით და მათი წარმოებით, შეიძლება ითქვას, რომ ის თვითონ ამზადებდა ამ ფირმის გიტარების პრველ პროტოტიპებს, ხოლო ‘’კურტ ბილი’’ კი განაგებდა კომპანიის ბიზნეს საქმიანობას. 1981 წელს კომპანიას შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც მოუხდათ სააბანკო კრედიტის აღება, ამ კრედიტით მათ ასევე შეიძინეს საწარმოო დანადგარები, კომპანიის გასაფართოვებლად.1990 იანი წლებიდან მათი საწარმოო ხაზი იმდენად გაფართოვდა ,  რომ 2012 წელს-Taylor Guitars- უკვე ფლობდა ორ ფაბრიკას: ერთს კალიფორნიის შტატში, მეორეს კი მექსიკაში და კომპანიაში მომუშავეთა რაოდენობა 700 კაცს აღემატება.

Hits: 2904
0

       Godin Radiator


  Godin - კანადური , მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება, რომლის ძირითადი საწარმოო ბაზა მდებარეობს სოფელ ლაპარტიში, ქალაქი კვებეკი. ასეთივე საწარმოო ხაზებს კომპანია ფლობს, ბერლინში, ნიუ-გემფშირში, რიჩმონდში და კვებეკში. ასევე Godin-ს ეკუთვნის საფირმო მარკა გიტარებისა Richmond Guitars, მათ შორის აკუსტიკური გიტარის ბრენდები Seagull, Simon & Patrick, Norman, Lapatrie, Art & lutherie.

  კომპანიამ 1972 წელს დაიწყო გიტარების წარმოება, მისი დამფუძნებელი არის ‘’რობერ გოდინი’’. Godin Guitars-ის მთავარი ოფისი მდებარეობს ქალაქ მონრეალში.

როგორც ავღნიშნეთ, კომპანია გიტარებს აწარმოებს რამოდენიმე ბრენდის სამარკო ნიშნით. Norman, Art & lutherie და Seagull- აწარმოებენ დაბალ და საშუალო ფასიან აკუსტიკურ გიტარებს, Simon & Patrick- აწარმოებს შედარებით  მაღალ ფასიან აკუსტიკურ გიტარებს, Lapatrie  კი კონცენტრირებულია კლასიკურ გიტარებზე.

თვით Godin-ი კი მოიაზრება, როგორც საშუალო და მაღალ ფასიანი ელექტრო გიტარების მწარმოებელი ბრენდი. Godin-ის ფირმის ელექტრო გიტარები დამზადებულია საკმაოდ მაღალი ხარისხის ხის მასალისაგან, გიტაების წარმოებისათვის საჭირო ხის ჯიშებს, მოიპოვებენ ამრეიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. Godin-ის გიტარების ბევრ მოდელს აქვს პიეზო - ‘’მიდი’’ ხმის მომხსნელები. პროფესიონალ მუსიკოსებს შორის, Godin-მა დიდი ხანია დაიმკვიდრა თავი, როგორც მაღალ ხარისხიანმა და საიმედო ინსტრუმენტმა. ამ ბრენდის გიტარებს ძირითად უფრო კლასიკური ფორმები გააჩნია. კრიტიკოსების აზრით ეს არის ბრენდი, რომელიც არის ერთგვარი ჰიბრიდი Gibson Les Paul-ისა და Fender Telecaster-ისა. გოდინის გიტარებმა რამოდენიმე ჯილდოც კი მიიღეს, მათ შორის საკმაოდ ცნობილ ჟურნალ Guitar player- ისაგან, მოდელისათვის LG, Exit 22 და Freeway Classic.

Hits: 2939
0

     Ibanez RG320

 

    Ibanez - ცნობილი  ბრენდი, რომელიც აწარმოებს საკმაოდ მაღალი ხარისხის ელექტრო და აკუსტიკურ გიტარებს და ეკუთვნის კომპანია ‘’Hoshino Gakki ’’-ის. კომპანიის ცენტრალური ოფისი მდებარეობს ქალაქ ნაგოიაში -იაპონია. ‘’ Hoshino Gakki“ იყო ერთერთი პირველი იაპონური კომპანია, რომელმაც მუსიკალური ინსტრუმენტების წარმობაში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და თავისი პროდუქტი გაიტანა ამერიკაში და ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გიტარების წარმოება Ibanez-ის დასახელებით 1957წ. დაიწყო, ამ დასახელებას უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს. ‘’ Hoshino Gakki ’’-იმ  ჯერ კიდევ 1929 წელს დაიწყო ’’ Salvador Ibanez’’ -ის აკუსტიკური გიტარების იმპორტი ესპანეთიდან იაპონიაში. ამჟამად კომპანია ფლობს ორ ძალზედ ცნობილ და პოპულარულ მუსიკალურ ბრენდს, ეს არის: Ibanez-(გიტარების წარმოება) და Tama-(დასარტყამი ინსტრუმენტების წარმოება).

 კომპანია ‘’Hoshino Gakki ’’ შეიქმნა 1908 წელს, ორიენტირებული  მუსიკალური ინსტრუმენტების გაყიდვაზე, თუმცა ეს იყო განყოფილება ძირითადი კომპანიისა, სახელად ‘’Hoshino Shoten’’, რომელიც ყიდიდა წიგნებს.

 1935წ. „ჰოშინო გაკიმ“ დაიწყო თავისი საკუთარი სიმებიანი ინსტრუმენტების წარმოება.  Ibanez-ის თანამედროვე ტიპის გიტარების წარმოება დაიწყო 1957 წლიდან. 1950-60-იან წლებში გამოშვებული გიტარები გამოირჩეოდნენ საკამოდ უცნაური დიზაინით. 1960-იანი წლების მოდელები თავისი ფორმებით  წააგავდნენ Hagstrom და Eko-ს. 1966 წლამდე კომპანია Ibanez-ის ბრენდის გიტარებს აწარმოებდა ფაბრიკა ‘’Teisko’’ში. 1970 წელს, ამ საწარმოო ხაზის დახურვის შემდეგ  Ibanez-ის გიტარების უმრავლესობა იწარმოებოდა ფაბრიკაში ‘’FujiGen’’.

Hits: 2613
0

    Gretsch

  Gretsch- ეს არის ამერიკული კომპანია, რომელიც აწარმოებს ელექტრო გიტარებს. კომპანია დაარსა ‘’ფედერიკო გრეტჩმა’’, რომელიც იყო გერმანელი ემიგრანტი.

Gretsch-ის პირველი მუსიკალური მაღაიზია გაიხსნა ბრუკლინში.  გრეტჩის ფირმა თავიდან ბანჯოებისა და დასარტყამი ინსტრუმენტების წარმოება-გაყიდვაზე  იყო ორიენტირებული.

 ერთ-ერთი პირველი გიტარისტი, ვინც Gretsch-ის გიტარაზე დაიწყო დაკვრა, იყო ‘’ჩედ ადკინსი’’.    იგი  უკრავდა 1959 წლის- G-6119-“Tennessean” და 1962 წლის- G-6122-‘’Gentlaman”-გიტარის მოდელებზე,  რომლებიც ბაზირებული იყო   არქ-ტოპ ელექტრო  გიტარის კორპუსზე.

 1960-იანი წლებისათვის, კომპანიას უფრო კერძო საოჯახოო ბიზნესის სახე ჰქონდა, რომელიც შთამომავლობით გადაეცემოდა მომავალ თაობას, თუმცა ზუსტად ამ პერიოდისათვის Gretsch-ის ელექტრო გიტარის მოდელი, უცვლელი ინსტრუმენტი გახდა ისეთი ვარსკვლავისა, როგორიც იყო George Harrison- ‘’The Beatles’’. ამან ძალზედ დადებითად იმოქმედა კომპანიის ავტორიტეტზე.

  1970 წლებში საკმაოდ დაეცა, როგორც მოთხოვნილება, ასევე გაყიდვები, რადგანაც მსოფლიოში როკ მუსიკის ტალღამ, სხვა ბრენდებზე გააჩინა მოთხოვნილება. როკ მუსიკის შემსრულებლები, გიტარის უფრო თანამედროვე მოდელებს ანიჭებდნენ უპირატესობას, თუმცა იყვნენ ერთეულები, მაგალითად: ‘’მალკოლმ იანგი’’- AC/DC-ის რიტმ გიტარისტი, რომელიც მაინც Gretch- ის გიტარას ანიჭებდა უპირატესობას.

Hits: 2395
0

Posted by on in გიტარისტები

    Robert Fripp

   Robert Fripp- დაიბადა 1946 წლის 16 მაისს, უიმბონ მინსტერში, ინგლისი. გიტარისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი, ჯგუფ ''King Crimson''-ის დამაარსებელი და უცვლელლი წევრი. იგი მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან გიტარისტად. ჟურნალ "classic Rock" ის მიერ.

 Robert Fripp-მა თავისი, პირველი გიტარა შეიძინა შემთხვევით, როდესაც ის დედას ეხმარებოდა საშობაო საჩუქრების შეძენაში. სამი თვის განმავლობაში ის თვითონ ცდილობდა დაუფლებოდა გიტარაზე დაკვრას. შემდეგ მან გაიცნო ფორტეპიანოს მასწავლებელი  ''კეტლინ გარტელი'',რომელმაც რაოდენიმე კვირის განმავლობაში რობერტს აუხსნა მუსიკალური თეორია, შემდეგ კი  დამწყებ მუსიკოსს ურჩია, სწავლა გაეგრძელებინა  გიტარის პედაგოგთან. კეტლინის რეკომენდაციით Robert Fripp-ი გახდა ''დონ სტრაიკი''-ის მოსწავლე.  დონ სტრაიკის დახმარებით, რობერტი 3 წლის განმამვლობაში ეუფლებოდა გიტარის საშემსრულებლო ხელოვნებას.

 13 წლის Robert Fripp-ი  უკვე უკრავდა ჯგუფში სახელად: " Ravens". 14 წლის ასაკში კი ის თვითონ ასწავლიდა გიტარაზე დაკვრას  გარტელის სკოლაში. მშობლების დაჟინებული მოთხოვნით, რობერტმა ჩააბარა კოლეჯში, სადაც ის ეუფლებოდა ეკონომიკას, ეკონომიკურ ისტორიასა და ისტორიას. კოლეჯში ის საუკეთესო ნიშნებზე სწავლობდა, თუმცა წელიწად-ნახევრის შემდეგ, მან მაინც პროფესიონალი მუსიკოსის კარიერა აირჩია. 1967წ.  Robert Fripp-მა საგაზეთო განცხადების საფუძველზე გაიცნო ძმები: მაიკლ და პიტერ ჯაილზები, სწორედ მათთან ერთად ჩამოაყალიბა პირველი ''როკ-ფიუჟენ'' ჯგუფი სახელად: "Giles Giles And Fripp". 1967-68 წლებში მათ რამოდენიმე კონცერტი ჩაატარეს, თუმცა ჯგუფი არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. 1969წ.  კი რობერტმა და მაიკლ ჯაილზმა შექმნეს ჯგუფი:''King Crimson". აღსანიშნავია, რომ ამ მუსიკალური კოლექტივის შემადგენლობა  ხშირად იცვლებოდა და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჯგუფის მუსიკალური სტილი ''პროგრესივ-როკი'', სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა. Robert Fripp-ი ''King Crimson"ის პარალერურად, მუშაობდა ბევრ სხავ მუსიკოსთან, ასევე მუსიკალურ ჯგუფთან: " Van Der Graf Generator". მოგვიანებით, ''ბრაიან ინო''- სთან ერთად ჩაწერა ალბომები: " Nopussifuting''-1972წ. და "Evening Star"-1974წ.  

Hits: 2457
0

Posted by on in გიტარისტები

    Gary Moore

  Gary Moore- სრული სახელია- Robert William Gary Moore- დაიბადა 1952 წლის 4 აპრილს- ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიაში. ირლანდიელი გიტარისტი მომღერალი, სიმღერების ავტორი, ის არის მიჩნეული გიტარისტად, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ბლუზ-როკის, როგორც სტილის, განვითარებაში.

  Gary Moore-მა რვა წლის ასაკში დაიწყო გიტარაზე დაკვრა. თავიდან ის აკუსტიკურ გიტარაზე უკრავდა, 14 წლის ასაკში კი დაინტერესდა ელექტრო გიტარით. აღსანიშნავია, რომ  Gary Moore იყო ცაცია , თუმცა გიტარაზე დაკვრას ის თავიდანვე სტანდარტული ფორმით მიეჩვია. იმ პერიდოსთვის ის გატაცებული იყო ''Elvis Presley''-ისა და "The Beatles"-ის მუსიკით, ხოლო მას შემდეგ რაც ის დაესწრო ''Jimi  Hendrix''-ისა და "John Mayall's Bluesbreakers"-ის კონცერტებს, მისი საშემსრულებლო მუსკალური სტილი გახდა ბლუზ-როკი. 

  Gary Moore-ის პირველ ჯგუფს, რომელიც მისი სკოლაში სწავლის პერიოდში შეიქმნა, ერქვა "granny's Intention.  1968 წელს უკვე ამას მოჰყვა ჯგუფი "Skid Row", რომლის შემადგენლობაში იყვნენ ''ფილ ლაინოტი''-ვოკალი, "ბრენდან შილცი''-ბას გიტარა, "ნოელ ბიჯემი"- დრამი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბენდი დატოვა ვოკალისტმა, თუმცა ჯგუფმა შესძლო ორი ალბომის ჩაწერა. გარი მურის მომდევნო ჯგუფს ერქვა ''Dr. Strangely Strange", ხოლო 1973წ. კი მან შეკრიბა მუსიკალური კოლექტივი, სახელად  ''The Gary Moore Band''. ამ ჯგუფის პირვანდელი ნამუშევრები,  წააგავდა''Jeff Beck''-ის შემოქმედებას, როგორც ''საუნდით'' ასევე შესრულების მანერით. აღსანიშნავია რომ, გარი მურის, როგორც გიტარისტის ,  საშემსრულებლო მანერის ფორმირებაზე ''Carlo Santana''-ს შემოქმედებამაც მოახდინა ზეგავლენა. 

 1974წ. ფილ ლაინოტმა გარი მური მიიწვია ჯგუფში "Thin Lizzy", მაგრამ რამოდენიმე თვეში მუმრა დატოვა ჯგუფი და შეუერთდა ''Colloseum II''-ს სადაც 1976-77 წლებში, სამი ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა. 1979-80 იან წლებში, ის ასევე იყო ამერიკული ჰარდ-როკ ჯგუფის წევრი, სახელად: ''G Force".

Hits: 2707
0

Posted by on in გიტარისტები

    Angus Young

 Angus Young-სრული სახელია- Angus McKinnon Young- დაიბადა 1955წ. 31 მარტს, გლაზგოში, შოტლანდია. ის არის ჯგუფ - AC/DC უცვლელი გიტარისტი, სიმღერების ავტორი. იგი გამორჩეულია თავისი ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკით და თავისი ექსტრავაგანტული სასცენო იმიჯით. AC/DC-ის ყოველი ცოცხალი კონცერტი არის ერთგვარი შოუ, და ყოველთვის  ამ შოუს მთავარი გმირია, ამოუწურავი ენერგიის მქონე გიტარისტი Angus Young.

  Angus Young-ს ჰყავდა სამი უფროსი ძმა, რომლებმაც სამომავლოდ ასევე მუსიკალური კარიერა აირჩიეს. ენგუსმა ხუთი წლის ასაკში დაიწყო გიტარაზე დაკვრა, როდესაც მისი ოჯახი ჯერ კიდევ გლაზგოში ცხოვრობდა.  მის მეგობარს  ჰქონდა გიტარა და ის ყოველთვის უკრავდა, როდესაც მასთან მიდოდა სტუმრად, ხოლო  თავისი პირველი გიტარა მან გააკეთა ბანჯოსაგან, რომელიც მშობლების სახლში იპოვნა სათავსოში. 1963 წელს ენგუს იანგის ოჯახი ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად. ენგუსმა თავისი, საკუთარი, პირველი Gibson SG- საჩუქრად მიიღო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მეგობართან ნახა მუსიკალურ კატალოგში. მანამდე კი ის უკრავდა ძველ Hohner-ზე. ეს გიტარა მას უფროსმა ძმამ - ''მალკოლმმა'' აჩუქა, რომელიც იმ დროისათვის უკვე უკრავდა მუსიკალურ ჯგუფში, სახელად: "Easybeats".  გიტარის გაკვეთილებს, დამწყებ გიტარისტს, ასევე მისი  ძმა  უტარებდა, როდესაც ის გასტროლებიდან თავისუფალ დროს ატარებდა სახლში. AC/DC-ის ჩამოყალიბებამდე,  იანგი უკრავდა ჯგუფ- Kantuckee- ში. თვით Angus Young-ის თქმით, ის ამ დროისათვის პარალერურად მუშაობდა მბეჭდავად ყოველდღიურ ჟურნალში. 

Hits: 2663
0

Posted by on in გიტარისტები

    Brian May

   Brian May-სრული სახელია- Brian Harold May-დაიბადა  1947 წლის 19 ივლისს ჰაროლდში-ლონდონი. ინგლისელი როკ-მუსიკოსი, ჯგუფ Queen-ის გიტარისტი, კომპოზიტორი. მინიჭებული აქვს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი-კომანდორის წოდება. ის ასევე არის მეცნიერი, ასტრო-ფიზიკოსი. 

Brian May- დაამათავრა სკოლა ჰემპტონში, შემდგომ საკმაოდ პრესტიჟული კოლეჯის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ლონდონში. ბრაიანმა მოამაზადა სამეცნიერო ნამუშევარი დისერტაციის დასაცავად ასტროლოგიის დარგში. ასევე ის იყო ავტორი ორი პუბლიკაციისა, ასტრონომიულ თემაზე, ჟურნალ "Nature"-ისათვის, თუმცა ჯგუფ Queen-ის წარმატებამ, ის აიძულა ჩამოშორებოდა მეცნიერებას.

 Brian-მა 7 წლის ასაკში დაიწყო გიტარაზე დაკვრა. მისი საოცნებო ინსტრუმენტი იყო Fender Stratocaster-ი, თუმცა ის საკმაოდი ძვირი ღირდა. ამიტომ მან  თავისი ხელით გააკეთა პირველი გიტარა: "Red Special", რომელიც მოგვიანებით, ბრაიან მეის სასცენო იმიჯის განუყრელი ნაწილი გახდა. დამწყებ გიტარისტს მამა დაეხმარა, მათ ეს გიტარა გააკეთეს მუხის, მთლიანი ხის ნაჭრისაგან, მასალად გამოიყენეს ძველი მე-18 საუკუნის ბუხარი, ასევე ძველი მოტოციკლის დეტალები და ბრჭყვიალა ღილები. ძირითადად ჯგუფ Queen-ის ჩანაწერებში, ბრაიანს გამოყენებული აქვს თავისი გიტარა ''Red Special'', თუმცა ის ასევე იყენებდა- Fender Telecater-ს და Ibanez-ის ფირმის გიტარებს.

Hits: 2339
0

Posted by on in გიტარისტები

    David Gilmour

  David Gilmour-სრული სახელია-David Jon Gilmour. დაიბადა 1946 წლის 6 მარტს, კემბრიჯში, ინგლისი. გიტარისტი, მომღერალი, კომპოზიტორი, ჯგუფ Pink Floyd-ის ერთ-ერთი ლიდერი. იგი ასევე Pink Floyd-ის დაშლის შემდეგ აგრძელებდა სოლო კარიერას, იყო პროდუსერი რამოდენიმე ცნობილი შემსრულებლისა და ასევე ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას. ის დაჯილდოვებულია ბრიტანეთის იმპერიის ორდენით და მინიჭებული აქვს კომანდორის წოდება. 2008წ. ინგლისურმა ჟურნალმა-''Classic rock''  David Gilmour-ი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან გიტარისტებს შორის დაასახელა. 2011წ. ჟურნალმა- ''Rolling Stone'' - მას მიანიჭა მე-14 ადგილი მსოფლიოს 100 საუკეთესო გიტარისტს შორის.

  David Gilmour-ის მამა იყო ზოოლოგიის ლექტორ-მასწავლებელი კემბრიჯის უნივერსიტეტში, დედა კი მუშაობდა  მასწავლებლად, ასევე მონტაჟისტად B.B.C-ში. ფილმ-კონცერტ ''Live At Pompeii''-ის გადაღებისას, დევიდმა ხუმრობით თავის მშობლებს, ''ახლად გამოჩეკილი კაპიტალისტები უწოდა''.

 David Gilmour-ი სწავლობდა სკოლაში ჰილზ როუდზე, კემბრიჯში. მან სკოლაში სწავლის დროს გაიცნო Pink Floyd-ის გიტარისტი და ვოკალისტი სიდ ბარეტი, ასევე ბას გიტარისიტი და ვოკალი, როჯერ უოტერსი. ისინი სწავლობდნენ სკოლაში ბიჭებისათვის, რომელიც მდებარეობდა იგივე ქუჩაზე. დევიდი ემზადებოდა გამოცდის ჩასაბარებლად: ''A level'',რომლის შემდეგაც, იგი მოიპოვებდა უნივერსიტეტში ჩაბარების უფლებას. იგი  სიდ ბარეტთან ერთად სწავლობდა გიტარაზე დაკვრას. დევიდი და სიდი  ხშირად შესვენებებზე მეცადინეობდნენ გიტარაზე, თუმცა თავიდან ისინი არ უკრავდნენ ერთ ჯგუფში. 1962 წლიდან დევიდ გილმორი უკრავდა ბენდში სახელად: '' Jokers Wild'', 1966წ. მან დატოვა ეს ჯგუფი  და მეგობარ მუსიკოსებთან ერთად გაემგზავრა ესპანეთსა და საფრანგეთში ქუჩის კონცერტების მოსაწყობად. ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო. ქუჩის მუსიკოსები საარსებო ფულსაც კი ძლივს შოულობდნენ. 1992წ. ინტერვიუში B.B.C-თან David Gilmour-მა განაცხადა: ''ეს ყველაფერი ჩემთვის დამთავრდა სავადმყოფოთი, ხოლო ინგლისში დავბრუნდით სატვირთო მანქანით, რომელსაც ბენზინი გადაჰქონდა''. ეს მანქანა მათ მოიპარეს მშენებლობაზე, საფრანგეთში. 

Hits: 2320
0

Posted by on in გიტარისტები

    Tony Iommi

 Tony Iommi-სრული სახელია-Frank Anthony Iommi-დაიბადა 1948 წლის 19 თებერვალს, ბირმინჰემში-ინგლისი.  ის არის ჯგუფ Black Sabbath-ის  ფუძემდებელი.Tony Iommi მიჩნეულია გიტარისტად, რომელმაც საფუძველი დაუდო Heavy Metal-ს, როგორც სტილს და შემდგომ დიდი გავლენა მოახდინა მის განვითარებაზე.

Black Sabbath-ში მოღვაწეობის შემდეგ, 1996 წლიდან მუშაობდა სოლო პროექტებზე, გამოუშვა რამოდენიმე ალბომი,ასევე იყო გიტარისტი ჯგუფის Heaven & hell. ეს ჯგუფი შედგებოდა თითქმის Black Sabbath-ის წევრებისაგან. Heaven & hell- მა მუსიკალური მოღვაწეობა შეწყვიტა, ბენდის ვოკალიტის Ronnie James Dio-ს გარდაცვალების შემდეგ.

 Tony Iommi- დაიბადა იტალიელი ემიგრანტის ოჯახში, მამა ენტონი ფრენკ აიომი და დედა, სილვი მარია ვალენტი, წარმოშობით იყვნენ იტალიიდან. მშობლებმა საკმაოდ დიდი როლი ითამაშეს, მომავლი გიტარისტის მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში. ოჯახის ახლო ნათესავები საკმაოდ მუსიკალური ადამიანები  იყვნენ, რამოდენიმე მათგანი უკრავდა აკორდეონზე, თვითონ ტონის დედა კი ურავდა ჰარმონიკაზე.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ Tony Iommi და -Ozzy Osbourne ერთ სკოლაში სწავლობდნენ, თუმცა მათ სხვა და სხვა სამეგობრო წრე ჰყავდათ. Tony Iommi-იხსენებს, რომ ის თავის კომპანიაში, ხშირად დასცინოდა Ozzy Osbourne-ს მისი ხმის გამო და გოგოსაც კი უწოდებდა მას. Ozzy იმდენად აღიზიანებდა ტონის, რომ ხშირად ჩხუბიც კი მოსდიოდათ მათ.

სკოლის პერიოდში,სანამ  ტონი  საბოლოოდ აირჩევდა მუსიკალურ კარიერას, ის აღმოსავლური ორთაბრძოლებით იყო გატაცებული და ფიქრობდა, რომ იგი პროფესიონალი სპორცმენი გახდებოდა.

 Tony Iomm-მა  გიტარაზე დაკვრა 15 წლის ასაკში დაიწყო, მისი პირველი გიტარა საკმაოდ იაფასიანი , მაგრამ ცაციებისათვის განკუთვნილი ინსტრუმენტი იყო. მოგვიანებით, ინტერვიუში, ჟურნალთან: ''Guitar World", Tony Iomm-მა აღიარა, რომ როგორც დამწყებ გიტარისტზე, მასზე გავლენა მოახდინა -ჰენკ მარვინმა, ერიკ კლაპტონმა, ჯიმი ჰენდრიქსმა, მას ასევე მოსწონდა  ჯაზ გიტარისტი-უესტ მონტგომერი და გატაცებული  იყო ჯგუფ-''Shadows''-ის შემოქმედებით.

Hits: 2321
0

Posted by on in გიტარისტები

    Ritche Blakmore

  Ritche Blackmore-სრული სახელია -Riichard Haug Blackmore. დაიბადა 1945 წლის 14 აპრილს. უესტონ-სუპე-მერში, ინგლისი. ის შესულია მუსიკის ისტორიაში გიტარისტად, რომელმაც შემოიტანა როკში კლასიკური მუსიკის ელემენტები. Ritche blackmore-ი ითვლება ჯგუფ Deep Purple-ის სულის ჩამდგმელად, ჯგუფიდან წასვლის შემდეგ, შექმნა ახალი ბენდი - სახელად: Rainbow. 1996 წელს კი მას ჰქონდა კიდევ ახალი პროექტი Blackmore's Night. Ritche Blakmore-ი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გიტარისტად როკის ისტორიაში და ის რამოდენიმე მუსიკალური ჟუნალის ჰიტ-პარადებშია შესული, საუკუნის საუკეთესო გიტარისტებს შორის.

 როდესაც რიჩი იყო ორი წლის, ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად ჰესტონში. ბლეკმორის დედას ჰქონდა პატარა მაღაზია, მამა კი მუშაობდა ჰიტროუს აეროპორტში. ბავშობიდანვე რიჩი საკმაოდ თავისებური იყო, როდესაც მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, მისთვის დაბადების დღის გადახდა,სტუმრების მოსვლის თანავე პატარა ბლეკმორი გაიქცა და ოთახში ჩაიკეტა,სტუმრების წასვლამდე.  მოგვიანებით იგი თვითონვე აღნიშნავდა: " მე მქონდა მამაჩემივით უკმაყოფილო სახის გამომეტყველება, რის გამოც მეკიხებოდნენ ბავშობაში- ბიჭი რატომ ხარ ასეთი მოწყენილი?!"

   სკოლაში ის არ იყო წარჩინებული მოსწავლე. რიჩის მამა პროფესიით მათემატიკოსი იყო, ამიტომ მამა ხშირად ეხმარებოდა, მას მათემატიკური ამოცანების ამოხსნაში. როდესაც მან სკოლაში ასეთი, ერთი ამოცანის პასუხი მიიტანა, მასწავლებელი ვერაფრით ვერ მიხვდა, თუ როგორ ამოხსნა ბლეკმორმა ეს დავალება, ამიტომ მან გადახაზა პასუხი და უთხრა: "მე შენთვის ასე არ მისწავლებია". Ritche Blackmor-ისავე თქმით, ის ამ დროს მიხვდა, რომ ამ სამყაროში ყველაფერი ისე ვერაა, როგორც საჭიროა. ამ ყველაფერმა გავლენა იქონია რიჩიზე და მას  დიდად არასოდეს  ეპიტნავებოდა მასწავლებლები. ბლეკმორი იხსენებს, რომ ის იყო საკმაოდ მორიდებული, თუმცა ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რომ გამორჩეული ყოფილიყო მასისაგან. " ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე არ ვეწევი სიგარეტს, რადგანაც იმ დროისათვის, ეს ძალიან მოდაში იყო და ყველა მოზარდი  ''აბოლებდა'', ეს ყველაფერი რომ ყოფილიყო პირიქით ალბათ მე თავგმოდებული მწეველი შეძლება ვყოფილიყავი".

Hits: 2390
0

Posted by on in გიტარისტები

    Jimmy Page

  Jimmy Page-სრული სახელია-James Patric Page- დაიბადა 1944 წლის 9 იანავარს ჰესტონში-ლონდონი. ინგლისელი როკ-მუსიკოსი- ვირტუოზი გიტარისტი, სიმღერებისა და არანჟირების  ავტორი, პროდუსერი, ჯგუფ Led Zeppelin-ის ფუძემდებელი და ''მუსიკალური "ტვინი", ადრეულ წლებში იყო სესიური გიტარისტი და ჯგუფ ''Yardbirds''-ის წევრი.

 Jimmy Page-ის დედ-მამა, ცხვორბდა ჰესტოში,ლონდონის დასავლეთ ნაწილში ქალაქის მახლობლად. 1952 წელს ოჯახი გადავიდა- მეილს როუდზე, საცხოვრებლად. ჯიმი პეიჯმა 5 წლის ასაკში დაიწყო სკოლაში სიარული. გიტარაზე დაკვრა დაიწყო 12 წლის ასაკში. მისი პირველი გიტარა იყო ჩვეულებრივი, ესპანური აკუსტიკური გიტარა, რომელიც თავისი საცხოვრებელი სახლის სახურავზე, სათავსოში იპოვნა, თუმცა თავიდან ის დიდი ენთუზიაზმით არ მოეკიდა ინსტრუმენტს. ელვის პრესლის სიმღერა: "Baby Let's Play Hose" გახდა შთაგონების წყარო, რის შემდეგაც ის სერიოზულად დაინტერესდა გიტარით. 14 წლის ასაკში მშობლებმა აჩუქეს პირველი ელექტრო გიტარა. სკოლის ასაკში ჯიმი პეიჯი მუდვივად  მეცადინეობდა და დროს არ კარგავდა, ის ხან და ხან სკოლაშიც კი აგრძელებდა გიტარაზე დაკვრას, რის გამოც, მას გიტარაც კი ჩამოართვეს. 

  მისი პირველი მუსიკალური გამოსვლა მოხდა B.B.C-ის ეთერში, სადაც ის გამოვიდა თავის უსახელო ჯგუფთან ერთად და შეასრულა რამოდენიმე ქოვერი. მოგვიანებით 1959-60 წლებში ის ადგილობრივ ჯგუფთან:"Neil Cristian&The Cruseders"-თან ერთად გაემგზავრა გასტროლებზე, თუმც საკმაოდ მალე დატოვა ჯგუფი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო და ჩააბარა სამხატვრო კოლეჯში, მაგრამ კოლეჯიც მიატოვა და დაუბრუნდა ისევ მუსიკას. მან დაიწყო მუშაობა სესიურ მუსიკოსად. Jimmy Page-მა ჯგუფ "Kinks"-თან ერთად ჩაწერა რამოდენიმე სიმღერა, მათ შორის: "You really Got Me" და"All Day And All Of The Night". სწორედ ამ სიმღერებში შესრულებულ სოლოებს(გიტარის რიფებს), კრიტიკოსები მიიჩნევენ ჰევი მეტალის პირველ ჩანასახად, თუმცა არსებობს აზრი, რომ პეიჯმა ამ სიმღერებში მხოლოდ რითმები ჩაწერა, მაგრამ ისეთი მუსიკოსი, როგორიც იყო John Lord- შემდეგში უკვე ჯგუფ "'Deep Purple"-ის ''კლავიში'', ამტკიცებდა, რომ ეს სოლო პარტიტურა ჯიმი პეიჯის შესრულებულია. იმ პერიდისათვის ჯონ ლორდიც სესიურ მუსიკოსად მუშაობდა.

Hits: 2311
0

Posted by on in გიტარისტები

    Frank Zappa

  Frank Zappa-სრული სახელია- Frank-Vincent Zappa- დაიბადა 1940 წლის 21 დეკემბერს ბალტიმორში- მერი-ლენდის შტატში. ამერიკელი კომპოზიტორი, მომღერალი მულტი-ინსტრუმენტალისტი, მუსიკოსი- ექსპერიმენტატორი, ხმისა და კინო რეჟისორი. 33 წლიანი მუსიკალური კარიერის მანძილზე მან 60-ზე მეტი სტუდიური ალბომი ჩაწერა.  

 Zappa-ს მშობლები-  როზა მარია კოლიმორი და ფრანჩესკო ვინსენტ ზაპა იყვნენ იტალიური წარმოშობის ემიგრანტები. მამა ფრანჩესკო ზაპა იყო სიცილიელი, ბერძნულ-არაბული ფესვებით. ის იყო ქიმიკოსი და მუშაობდა თავდაცვით- კვლევით დაწესებულებაში-ფლორიდაში. Frank Zappa ბავშობაში ბევრს ავადმყოფობდა, ჰქონდა ასთმური მოვლენები და ოჯახმა ამის გამო რამოდენიმეჯერ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. ბოლოს კი დაფუძნდა ქალაქ სან-დიეგოში.

  Frank Zappa იყო თვით ნასწავლი მუსიკოსი. სკოლის ასაკში ის იყო გატაცებული რიტმ & ბლუზით და ავანგარდული მუსიკით. მან ადრეულ ასაკში დაიწყო ''მუსიკის წერა'', ასევე უკრავდა ჯგუფში დასარტყამ ინსტრუმენტზე, სადაც მოგვანებით,ის უკვე გიტარისტად მოგვევლინა. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა მისი ინტერესი არა მარტო დასარტყამი ინსტუმენტის, არამედ პერკუსიის მიმართ. Zappa აგროვებდა ყველანაირ ლიტერატურას და გატაცებული იყო პერკუსიის შესახებ ინფორმაციის მოძიებით.ასევე ცდილობდა დაუფლებოდა პერკუსიის საშემსრულებლო ხელოვნებას. ამასთან ერთად მასზე დიდი გავლენა მოახდინა Edgar Warese-ის ავანგარდულმა შემოქმედებამ. ის იმდენად გატაცებული იყო ''ედგარ ვარეზით'', რომ ზაპას დედამ, ტელეფონითაც კი დაურეკა კომპოზიტორს, რათა ზაპას მასთან გასაუბრება შესძლებოდა, თუმცა ის გასტროლებზე აღმოჩნდა ევროპაში და მხოლოდ ედგარის მეუღლემ უპასუხა ზაპას. მოგვიანებით ედგარ ვარეზმა ზაპას წერილიც კი გამოუგზავნა, რომელსაც ფრენკი სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა და ის მიიწვია თავის კონცერტზე ნიუ-იორკში, თუმცა მათი შეხვედრა არ შედგა. 

Hits: 2070
0

Posted by on in გიტარისტები

    Jeff Beck

  Jeff beck-მისი სრული სახელია- Geoffry Arnold Beck- ინგლისელი ვირტუოზი გიტარისტი, კომპოზიტორი, 7 გრემის მფლობელი. ის თავისი კარიერის დასაწყისში უკრავდა ჯგუფ ''Yardbirds'' -ში, 1967 წელს მან ჩამოაყალიბა თავისი მუსიკალური კოლექტივი- The Jeff Beck Group. ამის შემდეგ ის გამოდიოდა თავის ჯგუფთან , ასევე სხვა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად, როგორც მოწვეული მუსიკოსი. jeff beck-ის შემოქმედებამ საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა სხვადასხვა მუსიკალურ სტილებზე. jeff beck-ის მუსიკა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ განსხვავებულია სტილისტიკურად ერთმანეთისაგან, თუმცა მისი ყოველი ნამუშევარი სუპერ პროფესიონალიზმის დასტურია.

Jeff beck-ი დაიბადა 1944 წლის 24 ივლისს უოლინგტონში-ინგლისი. ჯეფი 10 წლის ასაკში მღეროდა საეკლესიო გუნდში. სანამ ის გიტრას დაეუფლებოდა, ცდილობდა ესწავლა ფორტეპიანოზე, ვიოლინოზე და მათ შორის დრამზე დაკვრა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯეფმა უიმბლდონის სამხატვრო სასწავლებელში ჩააბარა. ასევე გატაცებული იყო ბლუზით და აგროვებდა Muddy Waters-ისა და Buddy Guy-ის ფირფიტებს. სწორედ მათი მუსიკის ზეგავლენით დაიწყო  Jeff beck-მა გიტარაზე დაკვრა.

 1964 წელს ჯეფმა დაიწყო დაკვრა ჯგუფში Tridents. ჯგუფის მუსიკალური სტილი იყო რიტმ & ბლუზი. სწორედ ამ ჯგუფში მოღვაწეობისას  Jeff beck-ი შენიშნა ჯიმი პეიჯმა. მოგვიანებით, 1965 წელს ჯიმი პეიჯის რეკომენდაციით  Jeff beck-ი მოხვდა ჯგუფ ''Yardbirds'', სადაც მან შეცვალა ერიკ კლაპტონი. ჯეფი დიდხანს არ დარჩა ჯგუფში, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მისი მოღვაწება ''Yardbirds''-ში შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ნაყოფიერ პერიოდად, ამ მუსიკალური კოლექტივის არსებობის ისტორიაში. 1967 წელს მას უკვე ჰყავდა თავის ჯჯგუფი The Jeff Beck Group. აღსანიშნავია რომ ამ ბენდის წევრი  იყო Rod Stewart-ი. 1968 წელს გამოვიდა ჯეფის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ალბომი: ''Truth''. ამ ალბომის ჩაწერაში, ჯგუფის ძირითადი წევრების გარდა მონაწილეობა მიიღეს: კიტ მუნმა , ჯონ პოლ ჯონსმა, ნიკ ჰოპკინსმა და ითვლება, რომ ამ ალბომის ''საუნდი'' გახდა ერთგვარი ორიენტირი Led Zeppelin-ის პირველი ალბომისათვის.

Hits: 1894
0

Posted by on in გიტარისტები

    Stevie Ray Vaughan

 Stevie Ray Vaughan- დაიბადა 1954 წლის 3 ოქტომბერს დალასსში ტეხასის შტატში. ამერიკელი გიტარისტი და მომღერალი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მუსიკოსი მსოფლიოში. 2003წ. ჟურნალ Rolling Stones-ის ვერსიით, Stevie Ray Vaughan-მა დაიკავა მე-7 ადგილი, 100 საუკეთესო გიტარისტს შორის.

 Stevie- ის მშობლები არ იყვნენ მუსიკოსები, თუმცა მოსწონდათ კარგი და ხარისხიანი მუსიკა და ხშირად დაჰყავდათ სტივი და მისი უფროსი ძმა, იმ დრონდელი ვარსკვლავების კონცერტებზე. Stevie-ს თავიდან დრამერობა სურდა, თუმცა შემდგომ გიტარამ გაიტაცა.

       გიტარის პირველ გაკვეთილებს Stevie-ს მისი უფროსი ძმა ჯიმი უტარებდა. თავის ერთ- ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მისმა ძმამ დიდი გავლენა იქონია მასზე და გარკვეულ წილად განსაზღვრა მისი მომვალი. Stevie-ის გადმოცემით ის უყურებდა უფროს ძმას, თუ როგორ უკრავდა ის გიტარაზე და ფიქრობდა, რა კარგი იქნებოდა, რომ  მასაც შესძლებოდა ასე დაკვრა.  Stevie Ray Vaughan- თავიდან, მთლიანად უკრავდა სმენისა და ნიჭის ხარჯზე, მან არ იცოდა ნოტების კითხვა. 13 წლის ასაკში ის უკვე გამოდიოდა კლუბებში, სადაც ის ბევრ ცნობილ მუსიკოსს შეხვდა. გარკვეული პერიოდის მერე მან მიატოვა სკოლა და გადავიდა ოსტინში.  Stevie Ray Vaughan-ის ტალანტი შეამჩნია გიტარისტმა Johnny Winter-მა და ერთ-ერთი კლუბის მეპატრონემ კლიფორდ ანტუანმა.

Hits: 1982
0

Posted by on in გიტარისტები

    Johnny winter

 Johnny Winter- მისი სრული სახელია John Douson Winter. ის დაიბადა 1944 წლის 23 თებერვალს ბომონტში- ტეხასის შტატში. გიტარისტი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, ის არის ერთ-ერთი თეთრ კანიანი ვირტუოზი  ბლუზმენი, გასაოცარი გიტარისტული ტქნიკით და გამორჩეული ხმის ტემბრით.

 Johnny Winter-ის მამა სამხედრო იყო, დედა კი მღეროდა ეგრეთწოდებული " დალაქების" კვარტეტში და ასევე საეკლესიო გუნდში. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ პატარა ჯონმა 5 წლის ასაკში დაიწყო კლარნეტზე დაკვრა, მაგრამ მალე გადაერთო 4-სიმისან გიტარა - უკელელეზე - (ჰავაი). შემდგომ კი საბოლოოდ ექვს სიმიან გიტარაზე. ბავშობისას,ბომონტში Winter-ს მუდვივად  ესმოდა ზანგური ბლუზი, რამაც შემდგომში დიდი გავლენა მოახდინა მის მუსიკალურ შემოქმედებაზე. 

 მისი პირველი წარმატებული გამოსვლა შედგა  მის ძმასთან ერთად, ადგილობრივი ტელევიზიით. იგი 11-ის იყო,როდესაც ძმების დუეტი New York-შიც კი მოხვდა მოსმენაზე, თუმცა მოგვიანებით  Johnny Winter-მა თვითონვე აღნიშნა, რომ ის არ იყო მზად, ასეთი რანგის გამოსვლისათვის. აქვე შეიძლება ითქვას, მისი ძმა მუდმივად ფიგურირებდა მის მუსიკალურ კარიერაში.

 პირველი მუსიკალური ჯგუფი რომელიც ჩამოაყალიბა Johnny Winter-მა იყო: Johnny (Macaroni) and The Jammers, სადაც ასევე უკრავდა მისი ძმა. ისინი ძირითადად ასრულებდნენ ცნობილი ავტორების ქოვერებს, თუმცა მათ შეძლეს საკუთარი სინგლის: ''School Day Blues b/w You Know I Love You''  ჩაწერა ადგილობრივ სტუდიაში -'' Dart Records''.

Hits: 1953
0

საიტიდან ინფორმაციის კოპირება აკრძალულია © 2012-2016 ALL RIGHTS RESERVED

Check PageRank Счетчик PR-CY.Rank